ისტორია
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2014 წლის აპრილში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV International საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ორგანიზაცია აერთიანებს DVV International მიერ შექმნილ ზრდასრულთა და სათემო განათლების თერთმეტ ცენტრს საქართველოს რვა რეგიონში: აჭარა, სამეგრელო-ზემო-სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გურია, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და კახეთი. ქსელის წევრი ორგანიზაციებია: კოდის, შაუმიანის, ჯვარის, სენაკის, ლელიანის, ქედის, ჩოხატაურის, ხარაგაული, ახალციხის, ახალქალაქისა და ამბროლაურის სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრები. აღნიშნული ორგანიზაციები 2006 წლიდან წარმატებით ახორციელებენ ზრდასრულთა განათლების პროექტებს საქართველოს რეგიონებში და თემის განვითარებას უწყობენ ხელს. მათი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის და ადგილობრივ თემში მათი ინტეგრაციის საკითხებში.