ტრენერთა ტრენინგი სამეწარმეო მოდულის სწავლების მეთოდოლოგიაში
10-14 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი თბილისში“, პროექტის „სამეწარმეო განათლების გაძლიერება არაფორმალურ განათლებაში“ ფარგლებში, სამეწარმეო მოდულის სწავლების მეთოდოლოგიაში ტრენერეთა ტრენინგი ჩატარდა. ხუთ დღიანი ტრენინგი მიზნად ისახავს სენაკის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებიდან ათი ადგილობრივი ტრენერის მომზადებას სამეწარმეო განათლების სწავლების მეთოდოლოგიაში, ზრდასრულთა სწავლების სპეციფიკის გათვალისწინებით. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან საკუთარ თემებში და ადგილობრივებს გაუზიარებენ მიღებულ ცოდნას. ხოლო, საუკეთესო მონაწილეები სენაკის და ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრებში გაუძღვებიან სამეწარმეო განათლების მოდულს.
ტრენერთა ტრენინგი ჩაატარეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მოწვეულმა ტრენერებმა.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის მიერ და დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) პროექტის, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში.