STRENGTHENING THE ENTREPRENEURIAL TRAINING IN NON FORMAL EDUCATION

2017

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2017 წლის აპრილში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდის გამარჯვებულები გახდა.  9 თვიანი პროექტი მიზნaდ ისახავს სამეწარმეო განათლების გაძლიერებას არაფორმალურ განათლებაში. პროექტი 4 კომპონენტისგან შედგება და ითვალისწინებს პროფესიულ განათლებაში არსებული სამეწარმეო განათლების მოდულის სწავლებას ზრდასრულთა არაფორმალური განათლების ცენტრებში რისთვისაც შეიქმნება ზრდასრულთა სწავლებას მორგებული საგანმანათლებლო მოდული და გადამზადდებიან ტრენერები. სამეწარმეო განათლების მოდულის პილოტირება დაგეგმილია ქსელის წევრ ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრებში- სენაკსა და ამბროლაურში. პროექტის დასრულებისთვის სამეწარმეო კურსს გაივლის მინიმუმ 20 მეწარმეობით დაინტერესებული ზრდასრული. პროექტის ფარგლებში შეიქმნება სამეწარმეო განათლების მოდულის აღიარების გზამკვლევი და დამხმარე სახელმძღვანელო პედაგოგებისთვის.  პროექტი ასევე ითვალისწინებს ბიზნეს იდეების კონკურსს, რომლის მეშეობითაც გამოვლინდება სამი საუკეთესო ბიზნეს იდეა და დაჯილდოვდებიან იდეის ავტორები.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მჭიდრო თანამშრომლობა პროფესიული სასწავლებლებთან და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან.