DVV international-ის სტუმრების ვიზიტი GAEN-ის ოფისში

18 ოქტომბერს, „საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელს“ (GAEN) გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის, საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) წარმომადგენლები  და მათი პარტნიორი ორგანიზაციები  ესტუმრნენ ყირგიზეთიდან და უზბეკეთიდან.  სტუმრები „ზრდასრულთა განათლების ქსელის“ საქმიანობას გაეცნენ, მიიღეს ინფორმაცია GAEN-ისა და მისი ცენტრების მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. მოწვეულმა სტუმრებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის აქტივობებთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ქსელის წევრ ცენტრებსაც (ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი; კოდის სათემო განათლების ცენტრი; ჯვარის სათემო განათლების ცენტრი)  ეწვევიან  და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნობიან.

19 ოქტომბერი