ტრენინგი - მარკეტინგი და მარკეტინგული კომუნიკაცია

9-11 ივლისს GAEN-ის ორგანიზებით ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ჩვენი ცენტრების დირექტორებისა და თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი მარკეტინგსა და მარკეტინგულ კომუნიკაციაზე. ტრენინგის ფარგლებში დაფარული იყო ის თემები, რომლებიც მარკეტინგული კუთხით ცენტრებს თავიანთი მუშაობის პროცესში და სოც.საწარმოების მართვაში სჭირდებათ. 3 დღის განმავლობაში მონაწილეებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად იმუშავეს პრაქტიკულ დავალებებზე, რომლებიც შეეხებოდა მარკეტინკული კომუნიკაციის ძირითად პრინციპებს, ადგილობრივი ბაზრის კვლევასა და ცენტრის მარკეტინგული გეგმის შედგენას. ტრენინგს უძღვებოდა გამოცდილი ტრენერი და ამ სფეროს პროფესიონალი კახა მაღრაძე. 

ღონისძიება გაიმართა გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.

19 ივლისი