8 დეკემბერს ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა 2020 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

8 დეკემბერს ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა 2020 წლის შემაჯამებელი ღონისძიება პლათფორმა Zoom-ის საშუალებით გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ DVV International-ის საქართველოს ოფისის თანამშრომლები, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის თორმეტივე წევრი ცენტრის თანამშრომლები, ბენეფიციარები, ტრენერები, პარტნიორი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების წარმომადგენლები.

ქსელის დირექტორმა, ნინო ბაბალაშვილმა, ღონისძიების დამსწრეებს ქსელის მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი აქტივობები გააცნო და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. დამსწრეებს სიტვით მიმართა DVV International-ის საქართელოს ოფისის დირექტორმა ლალი სანთელაძემ.

შეხვედრის ბოლოს გამოვავლინეთ 2020 წლის საუკეთესო პარტნიორი მუნიციპალიტეტი, ბენეფიციარი, ტრენერი და ცენტრი. საუკეთესო პარტნიორის ტიტული მოიპოვა ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის პარტნიორმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა; წლის საუკეთესო ბენეფიციარი გახდა სენაკის სათემო განათლების ცენტრის ბენეფიციარი ვენერა ლიპარტია; საუკეთესო ტრენერი - ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ტრენერი თამარ თუმანიშვილი; საუკეთესო ცენტრის ტიტული ჯვარის სათემო განათლების ცენტრმა მოიპოვა; ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრი კი 2020 წლის ყველაზე კრეატიულ ცენტრად დასახელდა.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება ონლაინ სივრცეში ჩატარდა, მაინც შევძელით სხადასხვა ცენტრის მიერ წლის განმავლობაში შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრების დათვალიერება და ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ახლად შექმნილი ბენდის მიერ შესრულებული სიმღერების მოსმენა.

9 დეკემბერი