სასწავლო ვიზიტი კოდის, ჯვარის და ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრებში

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა სახალხო უნივერსიტეტთა გერმან ული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით ქსელის ახალი წ ევრი ორგანიზაციებისთვის, ჩოხატაურის ა და ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტ ;რების თანამშრომლებისთვის, ორგანიზება გაუწია სასწავლო ტურს კოდის (ქვემო ქართლი), ლელიანის (კახეთი) და ჯვარის (სამეგრე ლო-ზემო-სვანეთი) ზრდასრულთა განათლების ცენტრებში. სამდღიანი პროგრამა მიზნად ი სახავდა ამ ცენტრების მდიდარი გამოცდილ ების გაცნობას მათთვის, წარმატებული პრო ექტებისა და ინიციატივების გაზიარებას და ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრ მავებას. პროგრამის მონაწილეებმა დეტალ ური ინფორმაცია მიიღეს ცენტრებში მიმდი ნარე და განხორციელებული ზრდასრულთა გა ნათლების პროგრამების შესახებ; გაეცნენ სოციალური საწარმო "არტ-კოდა"-ს მუშაობას, რ ომელიც კოდის სათემო განათლების ცენტრის ბაზაზე 2013 წლიდან ფუნქციონირებს

ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელებმა პროგრამის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის პროგრამების განხორციელების საკითხში გაუზიარეს ცენტრის გამოცდილება, რაც მუნიციპალიტეტში ბიომეურნეობის დანერგვის ხელშეწყობას, სოფლის მაცხოვრებლებისთვის სოფლის მეურნეობის ინოვაციური მეთოდების სწავლებას და სოფლად მცხოვრებ ქალთა კოოპერატივების ჩამოყალიბების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ჯვარის სათემო განათლების ცენტრში ვიზიტის პროგრამა კი, ძირითადად, ზრდასრულთა განათლების ცენტრში საქმისწარმოების საკითხებზე იყო ფოკუსირებული. პროგრამის მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ზრდასრულთა განათლების ცენტრში საქმისწარმოების არსებულ სტანდარტებს. პრეზენტაციები, დაეთმო ასევე საერთაშორისო მოხალისეობრივ პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც ამერიკელი და ევროპელი მოხალისეები როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პროექტების ფარგლებში თანამშრომლობენ ცენტრებთან. ჩოხატაურის და ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრების წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელებსაც შეხვდნენ და პირადად მათგან მოისმინეს ინფორმაცია ცენტრებთან ერთად წარმატებით განხორციელებული პროექტების და სამომავლოდ დაგეგმილი ინიციატივების შესახებ.

ჩოხატაურის და ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრები 2014 წლის ნოემბერში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისის მიერ ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან - გურიის ახალგაზრდულ ცენტრთან და დემოკრატიის ინსტიტუტთან თანაშმრომლობით შეიქმნა. ცენტრები გურიისა და აჭარის რეგიონებში ზრდასრულთა განათლების პირველ კერებს წარმოადგენენ, რომელთაც აღნიშნულ თემებში განათლების დონის ამაღლების გზით ზრდასრული მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უნდა შეუწყონ ხელი. საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის წევრობა მათ შესაძლებლობას აძლევს ქსელის სხვა წევრი ცენტრების უკვე არსებული გამოცდილება გაიზიარონ, ხელისშემშლელი ფაქტორები გაითვალისწინონ და პრიორიტეტები და საჭიროებებიც საკუთარ რეალობაში ამის მიხედვით დასახონ. ეს მათ პირველ ნაბიჯებს გაუადვილებს და ცენტრების საქმიანობას უფრო მიზანმიმართულს, კონცენტრირებულს და ნაყოფიერს გახდის. აპრობირებული და წარმატებული მეთოდები, აქტივობები დაეხმარება ცენტრებს თავიდანვე ეფექტურად წარმართონ ორგანიზაციული თუ ყოველდღიური საქმიანობა და სასურველ შედეგებსაც მოკლე დროში ნაკლები ძალისხმევით მიაღწიონ; წარმატებული საქმიანი კავშირები დაამყარონ ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან, რაც მათი ქმედითობისა და განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამგვარი ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი, რომელიც არსებული რესურსებითა და გამოცდილებით, თავის მხრივ, მაქსიმალურად დაეხმარება ცენტრებს.

4 თებერვალი