Team Building-ი ქსელის წევრი ცენტრების თანამშრომლებისთვის

22 მაისს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა წევრი ცენტრების თანამშრომლებისთვის ორგანიზება გაუწია Team Building-ის აქტივობებს.

ღონისძიება გაიმართა არაფორმალურ გარემოში. დღე დატვირთული იყო მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით, მათ შორის, ლიდერობის, მოტივაციის ამაღლებისა და გუნდის შეკვრის სავარჯიშოებით.

თიმბილდინგი დაუვიწყარი თავგადასავალია, სადაც მონაწილეები ერთობლივად ცდილობენ სხვადასხვა სახის ბარიერების გადალახვას, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას და გუნდური გამარჯვების მიღწევას. თიმბილდინგში მონაწილეობისას თანამშრომლები ივსებიან პოზიტიური იმპულსებითა და ემოციებით, რომლებიც დიდხანს მიჰყვებათ სამუშაო გარემოშიც.

#GAEN2021 #TeamBuilding

22 მაისი