გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!

იცით თუ არა, რომ პირველად ქალთა საერთაშორისო დღე 1909 წლის 28 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა?

იმ დროისთვის ქალთა საპროტესტო ტალღა შრომითი უფლებების დაცვას ემსახურებოდა. ამ დღის აღნიშვნა მალევე გავრცელდა მთელს ევროპაში.

1913-1914 წლებში ქალთა საერთაშორისო დღე პირველი მსოფლიო ომის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმიც გახდა. ეს მოძრაობა მე-20 საუკუნის განმავლობაში ნელ-ნელა ძლიერდებოდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა ოთხმა ქალთა კონფერენციამ ხელი შეუწყო მოძრაობის გაძლიერებას, ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში ჩართვას.

გაერო ქალთა საერთასორისო დღეს ოფიციალურად 1975 წლიდან 8 მარტიდან აღნიშნავს. ეს დღე, რომელიც უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, ქალთა უფლებებისა და გაძლიერების სიმბოლოდ იქცა.

8 მარტი