ცხადდება შემოქმედებითი კონკურსს თემაზე - “სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე”.

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN) აცხადებს შემოქმედებით კონკურსს თემაზე - “სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე”.

GAEN 2014 წელს შეიქმნა და მისი მიზანია საქართველოში ზრდასრულთა განათლების პრინციპების პოპულარიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის შესახებ ისეთი სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის.

.

თუ კადრების აღბეჭდვით, შემოქმედებით, ციფრული ილუსტრაციების შექმნით ან ხატვით ხარ გატაცებული, ჩაერთე კონკურსში ახლავე.

კონკურსის მიზანია ზრდასრულთა განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია. საკონკურსო ნაშრომი უნდა გადმოსცემდეს განათლების მიღების შეუზღუდავ შესაძლებლობას, მოტივაციას და სურვილს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.


-გადაიღე ფოტოსურათი

-შექმენი ციფრული ილუსტრაცია

-ან უბრალოდ დახატე

და გამოგვიგზავნე შენი ნამუშევარი მეილზე : info@gaen.org.ge 30 სექტემბრამდე (18:00 საათამდე).

GAEN- ის კომისია გამოავლენს სამ გამარჯვებულს (10 ოქტომბრამდე) რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო :

300 ლარი - გადაეცემა კომისიის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულს 

200 ლარი - გადაეცემა GAEN-ის რჩეულს

100 ლარი  -გადაეცემა სოციალური ქსელის რჩეულს (გამოვლინდება მოწონებების რაოდენობით).

ნაშრომები გამოქვეყნდება GAEN-ის სოციალურ გვერდებზე, გამოიფინება დაჯილდოვების ცერემონიალზე და დაიბეჭდება ორგანიზაციის საინფორმაციო რესურსებზე.

მონაწილეობის მისაღებად კი ახლავე დაიწყე მუშაობა შენს ნამუშევარზე და აუცილებლად გამოგვიგზავნე შემოქმედება ვადის ამოწურვამდე.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ მითითებულ მეილზე ან ფეისბუქ გვერდზე. https://bit.ly/3nFH38a

კონკურსი ტარდება გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი გისურვებთ წარმატებას!

17 სექტემბერი