სიახლეები

  • ზრდასრულთა განათლების თემაზე შექმნილი ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი

    საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი აცხადებს კონკურსს საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრის გამოსავლენად ზრდასრულთა განათლების თემაზე. ზრდასრულთა განათლების კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების(ფორმალური და არაფორმალური) შესახებ. კონკურსში განსახილველად მიიღება 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის მაისის ჩათვლით ბეჭდვით ან ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია (სტატია, ესსე) თემაზე: "საქართველოში ზრდასრულთა განათლების რეალობა და პრობლემები". საუკეთესო ნაშრომს გამოავლენს ზრდასრულთა განათლების ექსპერტებისა და ჟურნალისტების ჯგუფი.

    ვრცლად»

  • სასწავლო ვიზიტი კოდის, ჯვარის და ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრებში

    საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით ქსელის ახალი წევრი ორგანიზაციებისთვის, ჩოხატაურისა და ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრების თანამშრომლებისთვის, ორგანიზება გაუწია სასწავლო ტურს კოდის (ქვემო ქართლი), ლელიანის (კახეთი) და ჯვარის (სამეგრელო-ზემო-სვანეთი) ზრდასრულთა განათლების ცენტრებში. სამდღიანი პროგრამა მიზნად ისახავდა ამ ცენტრების მდიდარი გამოცდილების გაცნობას მათთვის, წარმატებული პროექტებისა და ინიციატივების გაზიარებას და ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

    ვრცლად»