ტრენინგი „საგადასახადო ვალდებულებებსა და ბუღალტერიაზე“ და ქამის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის ვორქშოფი.
21-22 მაისს, „საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის“ ოფისში ჩატარდა ორ-დღიანი ტრენინგი „საგადასახადო ვალდებულებებსა და ბუღალტერიაზე“. ტრენინგი განკუთვნილი იყო ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრის დირექტორების, ბუღალტრებისა და სოციალური საწარმოს დირექტორებისათვის.
ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: სასაქონლო-მატერილაური ფასეულობების აღრიცხვა; საგადასახადო ვალდებულებები; ფინანსური ანგარიშგება; მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესები.ტრენინგი მიზნად ისახავდა ზრდასრულთა განათლების ქსელის წევრი ორგანიზაციებისა და მათი თანამშრომლების გაძლიერებას.
ღონისძიებას უძღვებოდა ტრენერი სოფიო ასკურავა.
22-23 მაისს, „საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის“ ოფისში გაიმართა ქამის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის, ვინფრიდ ლუდვიგ ელვანგერის, ვორქშოფი. ვორქშოფი განკუთვნილი იყო ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრების დირექტორებისთვის. ღონისძიებაზე ქამის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორმა საქართველოს ზრდასრულთა განათლების ცენტრების დირექტორებს გააცნო ქამის ცენტრის გამოცდილება, მიმდინარე და განხორციელებული კურსები; ცენტრის სტრუქტურა და მართვა; არაფორმალური განათლების აღიარებისა და თანხების მოზიდვის საკითხები. ვიზიტის ფარგლებში განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
აღნიშნული აქტივობები გახორციელდა, პროექტის: „არაფორმალური ზრდასრულთა განათლების განვითარებისა და გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში“. პროექტი დაფინანსებულია DVV International საქართველოს ოფისის მიერ.