ორგანიზაციის მისია
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის მიზანია საქართველოში ზრდასრულთა განათლების პრინციპების პოპულარიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის შესახებ და ზრდასრულთა განათლების ისეთი სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და უზრუნველყოფს განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის.
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი შემდეგი სტრატეგიული მიმართულებით წარმართავს მუშაობას:
- მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის და მისი განუყოფელი ნაწილის-ზრდასრულთა განათლების პრინციპების აქტიური ლობირება;
- ქსელის წევრი ორგანიზაციების ინტერესების ადვოკატირება ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებო ინსტიტუტებში;
- ქსელის წევრების ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა სტრუქტურული ტრენინგ პროგრამებისა და ვორქშოპების ორგანიზების გზით;
- ზრდასრულთა განათლების პროვაიდერი ორგანიზაციებისთვის და დარგის სპეციალისტებისთვის ტრენინგ მასალების და პუბლიკაციების მომზადება;
- ზრდასრულთა განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა;
- პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვა და მხარდაჭერა ქსელის წევრ ორგანიზაციებში.