DVV international-ის სტუმრების ვიზიტი GAEN-ში

18 ივლისს, „საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელს“ (GAEN) გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა ასოციაციის, საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) წარმომადგენლები ესტუმრნენ ტაჯიკეთიდან. სტუმრები „ზრდასრულთა განათლების ქსელის“ საქმიანობას გაეცნენ, მიიღეს ინფორმაცია GAEN-ისა და მისი ცენტრების მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ. მოწვეულმა სტუმრებმა დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის აქტივობებთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ქსელის წევრ ცენტრებსაც (ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი; კოდის სათემო განათლების ცენტრი)  ეწვივნენ და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.

20 ივლისი