"ტრენერთა ტრენინგი" ზრდასრულთა განათლების საკითხებზე
„საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის“ ორგანიზებით, 29-30 სექტემბერს, კოდის სათემო განათლების ცენტრში, „ტრენერთა ტრენინგი“ ჩატარდა. ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: ზრდასრულთა განათლების პრინციპები, სასწავლო პროცესი და ტრენერის როლი, სასწავლო მიზნები და გეგმის მნიშვნელობა, კომუნიკაცია და სწავლების მეთოდები. ტრენინგს ესწრებოდა კოდისა და შაუმიანის სათემო განათლების ცენტრების 16 ტრენერი.
შეხვერის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სწავლების ინტერაქციულ მეთოდებს და გააცნობიერეს კეთებით სწავლების უპირატესობები, მათ განიმტკიცეს საკუთარი უნარები ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკებში და გაიაზრეს სტერეოტიპული აზროვნების თავისებურებები. ტრენინგი პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და აქტივობებს მოიცავდა, რაც საშუალებას აძლევდა მონაწილეებს უკეთ გაეაზრებინათ ტრენინგის ფარგლებში მიღებული თეორიული ინფორმაცია. შეხვედრას უძღვებოდნენ ტრენერები: თეა ტყემალაძე და მანანა გაბუნია.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა, პროექტის: „არაფორმალური ზრდასრულთა განათლების განვითარებისა და გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში“. პროექტი დაფინანსებულია DVV International საქართველოს ოფისის მიერ.