ზრდასრულთა განათლების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოში
27-28 თებერვალს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) ოფისში გაიმართა ტრენინგი ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრების ოფის-მენეჯერებისათვის ორგანიზაციის მართვის თემატიკაზე. ტრენინგს უძღვებოდა პავლე თვალიაშვილი, განათლებისა და მართვის გუნდის ტრენერი (EMT).
ტრენინგი სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრების ორგანიზაციული განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV International საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
27
თებერვალი