ჟურნალისტური ნამუშევრების დაჯილდოების ღონისძიება
2016 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა (GAEN) მედია კონკურსის „საქართველოში ზრდასრულთა განათლების რეალობა და პრობლემები“ გამარჯვებული გამოავლინა. კონკურსი ზრდასრულთა განათლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა და 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ბეჭდურ მედიასა და ინტერნეტსივრცეში ზრდასრულთა განათლების თემაზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს მოიცავდა.მედია კონკურსში მონაწილეობას 24 ჟურნალისტი და თავისუფალი ბლოგერი იღებდა, რომელთაგან საუკეთესო ზრდასრულთა განათლების ექსპერტებისა და ჟურნალისტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ შეარჩია. წელს კონკურს ორი გამარჯვებული ყავს: მზეხა მახარაძე, გაზეთ "24 საათის" ჟურნალისტი და ბლოგერი და საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარ-სოციოლოგთა ასოციაციის მკვლევარი, ნინო გელანტია. ფულად ჯილდოსთან ერთად მათ სამახსოვრო პრიზები და სერთიფიკატებიც გადაეცათ. მადლობის სიგელებითა და სამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდნენ კონკურსის სხვა მონაწილეებიც. კონკურსი სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV international საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.
გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებას სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV International ოფისში გაიმართა და მას მედიისა და ზრდასრულთა განათლების სფეროში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.