პროექტის დახურვის ღონისძიება

27 მარტს, 14:00 საათზე თბილისში, სასტუმრო „ციტადინში“ გაიმართა პროექტის დახურვის ღონისძიება. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის დეპარტამენტის ინიციატივით დათო ტურაშვილი პროექტის მონაწილეებს შეხვდა. ღონისძიებაზე მონაწილეებმა მოწვეულ სტუმრებს მათ მიერ განხორციელებული სათემო პროექტების შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ასევე, გაიმართა პროექტის შესახებ მომზადებული ვიდეო რგოლის ჩვენება.

 შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, მშვიდობის კორპუსის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ზუგდიდის, წალენჯიხის, გორის, თეთრიწყაროსა და ერედვის მუნიციპალიტეტების გამგეობის, კოდისა და ჯვარის სათემო განათლების ცენტრების, „ორბელიანი საქართველოს“, „ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის“, ჯეოლაბის წარმომადგენლები და პროექტში ჩართული ტრენერები. ღონისძიების ბოლოს პროექტში მონაწილეები და ჩართული ორგანიზაციები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

27 მარტი