პროექტის "გენდერი იწყება ჩემგან" შემაჯამებელი ღონისძიება
2017 წლის 3 მარტს ჩოხატაურში პროექტის „ გენდერი იწყება ჩემგან" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ჯვარის სათემო განათლების ცენტრის ქალთა კლუბმა ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ვიზიტი განახორციელა და გაიცნო ადგილობრივი ქალთა კლუბის წევრები. ხოლო, 4 თებერვალს ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ელენე დარიანის სახელობის ქალთა კლუბმა კოდის სათემო განათლების ცენტრის მარო მაყაშვილის სახელობის ქალთა კლუბს უმასპინძლა .
დღის წესრიგში შედიოდა: კლუბების გაცნობა, სამომავლო გეგმების გაზიარება და სერტიფიკატების გადაცემა.
შეხვედრა გაიმართა პროექტის გუნდის ორგანიზებით, რომელსაც ფასილიტაციას მოწვეული ტრენერი თამარ გრიგოლავა უწევდა.
შეხვედრა ჩატარდა გერმანიის საგარეო სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
4
მარტი