ლელიანის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

მიმდინარე წლის 4 ივნისს ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში პროფესიული მომზადების პროგრამის- „მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვა“ მორიგი ჯგუფის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

კურსდამთავრებულებს პროგრამის წარმატებით დასარულება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის დირექტორმა ნინო ბაბალაშვილმა.

საზეიმო ცერემონიალს დაესწრნენ და კურსდამთავრებულებს ასევე მიულოცეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ კახა ჯამბურიამ და მერმა ჯონდო მდივნიშვილმა

პროფესიული მომზადების პროგრამის- „მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვა“ განხორციელების უფლება ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა (GAEN) 2020 წელს 9 ლოკაციაზე მოიპოვა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ყველა პროგრამის განხორციელების ადგილი სხვადასხვა მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი, რითაც ქსელი კიდევ ერთხელ ცდილობს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციისა და ზრდასრულთა განათლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და მნიშვნელობის მხარდაჭერას.

პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვება და დანერგვა წევრ ცენტრებში GAEN-ის 2020-2021 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

#GAEN2021

#პროფესიულიმომზადება

#სწავლამთელისიცოცხლისმანძილზე

4 ივნისი