ტრენინგი თემაზე „ სტრატეგიული დაგეგმვა, მართვა, გაზიარებული ლიდერობა, კომუნიკაციის ასპექტები“

2021 წლის 23-25 მაისს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის ორგანიზებით წევრი ცენტრების დირექტორებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე „ სტრატეგიული დაგეგმვა, მართვა, გაზიარებული ლიდერობა, კომუნიკაციის ასპექტები“.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ორგანიზაციის განვითარების ხედვისა და მისიის ფორმურმულირებასა და მაგალითებს; სტრატეგიულ დაგეგმვასა და თვითშეფასებას; ორგანიზაციული კულტურისა და კლიმატის მნიშვნელობას; ლიდერობასა და კომუნიკაციის ასპექტებს.

ტრენინგის მსვლელობის ყოველ ეტაპში აქტიურად იყო ჩართული თითოეული მონაწილე. სესიები დატვირთული იყო პრაქტიკული სავარჯიშოებითა და აქტივობებით.

ტრენინგის დასასრულს კი მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

#GAEN #AdultEducation

#სწავლამთელისიხოხცლისმანძილზე

25 მაისი