დედამიწის საერთაშორისო დღე
22 აპრილს დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის არის შეხსენება იმისა, რომ დედამიწა და მისი ეკოსისტემა გვაძლევს სიცოცხლისთვის საჭირო საარსებო წყაროს. დედამიწა ჩვენი სახლია. იმისათვის, რომ ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ეკონომიკურ, სოციალურ და გარემო საჭიროებებს შორის ბალანსი დავიცვათ, საჭიროა ხელი შევუწყოთ ბუნებას და დედამიწას შორის არსებულ ჰარმონიას.
ამასთანავე, ეს დღე კოლექტიური პასუხისმგებლობის დღეა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი სამყარო.
22
აპრილი