გლობალური კამპანია

22 მარტს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა წამოიწყეს 5 წლიანი გლობალური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების (adult learning and education/ale) კონცეფციის გაძლიერებასა და მხარდაჭერას.

„ჩვენ ვართ ქსელების, ასოციაციებისა და ორგანიზაციების გლობალური ალიანსი, რომლებიც მუშაობენ ზრდასრულთა სწავლებისა და განათლების მიმართულებით. მიგვაჩნია, რომ ზრდასრულთა განათლება ხელს უწყობს სამართლიანობას, კეთილდღეობასა და ცვლილებას. მაშინ, როდესაც მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგი ცნობს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის (lifelong learning – LLL) უდიდეს მნიშვნელობას, უწყვეტი განათლების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ზრდასრულთა სწავლება და განათლება, უმეტესწილად, უხილავია. იმისთვის, რომ იგი იყოს დანახული, გაგებული და დაფასებული, ჩვენ უნდა მოვახდინოთ მისი ადვოკატირება, რათა უფრო მეტად ჩაერთოს ამ სფეროს განვითარებაში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა, დონორები, კერძო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები და სოციალური მოძრაობები.“ - ვკითხულობთ კამპანიის ვებ-გვერდზე.

#weareALE

#GAEN

23 მარტი