არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღე
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების მსოფლიო დღეა - გახდი აქტიური მოქალაქე და შეიტანე პოზიტიური ცვლილება საზოგადოებრივ ცხოვრებაში!
საქართველოში დაახლოებით 10 000 არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ისინი აქტიურად უწყობენ ხელს პოზიტიურ, შედეგზე ორიენტირებულ ცვლილებებს ქვეყანაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადამიანის უფლებების დაცვის, პრევენციის, ცალკეული სფეროების განვითარების მხარდაჭერისა და რეფორმირების მიმართულებით.
ეწვიეთ ვებსაიტს www.csogeorgia.org/ge, იპოვეთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები თქვენს გარშემო და გაიგეთ თქვენ როგორ შეგიძლიათ ჩაერთოთ მათ საქმიანობაში.
ნახეთ როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში აქ: http://bit.ly/3uJIuno
27
თებერვალი