ტრენინგი თემაზე :"როგორ დავწეროთ და განვახორციელოთ ტრენინგ მოდული".
27-30 ივლისს, ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის წევრი ცენტრების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის, ჩატარდა ტრენინგი თემაზე :"როგორ დავწეროთ და განვახორციელოთ ტრენინგ მოდული".
ტრენინგი მოიცავდა იმ ყველა მნიშვნელოვანი კომპეტენციის განვითარებას, რაც საჭიროა ტრენერისთვის ეფექტური მოდულის შექმნისა და განხორციელებისათვის. სასწავლო მოდული შედგენილი იყო "სწავლა კეთებით" პრინციპით.
მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები პროცესში:
-შეიმუშავეს ხელნაკეთი ვიზუალური თვალსაჩინოებები
-მეტაპლანები
-ინდივიდუალური ენერჯაიზერები
-გამოიმუშავეს ტრენინგის ჩატარების სხვადასხვა ტექნიკები.
ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებმა თავად შეადგინეს ტრენინგ მოდული. მოკლე დროში წარუდგინეს აუდიტორიას და შესთავაზეს შესაბამისი აქტივობები განსახორციელებლად.
ტრენინგი წარმატებით და ეფექტურად დასრულდა.