ვორქშოფი თემაზე- "პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენლის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შეფასების სისტემის ვერიფიკაცია".


13-14 ნოემბერს GAEN-ის ორგანიზებით გაიმართა ვორქშოფი თემაზე- "პროფესიული მომზადების პროგრამის მსმენლის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შეფასების სისტემის ვერიფიკაცია".

ვერიფიკაცია შეფასების სისტემის ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმია, რომელიც გამოიყენება შეფასების ინსტრუმენტის, შეფასების პროცესისა და შეფასების შედეგად შექმნილი მტკიცებულებების, შეფასების სისტემის მიმართ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

ვორქშოფზე მოწვეულები იყვნენ პროფესიული მომზადების პროგრამის „მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვა“ განმახორციელებელი პირები, რომელთა ჩართულობითაც განხორციელდა შეფასების ინსტრუმენტების/მტკიცებულებების ვერიფიკაცია.

ორი დღის განმავლობაში შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი ძირითადი საკითხები:


ხარისხის უზრუნველყოფა პრფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელებისას;
მსმენელთა შეფასების სისტემა;
მოთხოვნები შეფასების სისტემის მიმართ და სამიზნე პროცესები;
შეფასების პროცესის ვერიფიკაცია;
შეფასების ინსტრუმენტებისა და შეფასების მტკიცებულებების ვერიფიკაცია.



GAEN-ი ყოველთვის ზრუნავს პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების ხარისხზე და მხარს უჭერს პროცესში ჩართული პერსონალის განვითარებას.


#პროფესიულიმომზადება/გადამზადება #ხარისხისუზრუნველყოფა #განვითარება #GAEN2021


14 ნოემბერი