პროექტების წერის ტრენინგი
2022 წლის 2-4 მაისს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა წევრი ცენტრების თანამშრომლებს ჩაუტარა ტრენინგი „პროექტების წერა და მართა“.
ტრენინგის მიზანი იყო სათემო და ზრდასრულთა განათლების ცენტრების თანამშრომლების უნარების გაძლიერება პროექტის განაცხადის წერის მიმართულებით და სამიზნე ჯგუფზე მორგებული და მონაწილეობითი პროექტის ტექნიკებისა და ინსტრუმენტების გაზიარება.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ თემის განვითარების მოდელს; ცვლილებების თეორიასა და პროექტის განაცხადის კომპონენტებს;
მონაწილეებმა შეადგინეს ორგანიზაციის პროფილი და განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები, ასევე მოახდინეს პრობლემის იდენტიფიცირება და ანალიზი, რის შემდეგაც ჩამოაყალიბეს პროექტის მიზანი, ამოცანა და აქტივობები; პროექტის შედეგები; პროექტის მდგრადობა; პროექტის ბიუჯეტი და მომზადებული საპროექტო განაცხადი წარადგინეს აუდიტორიის წინაშე;
აღნიშნული ტრენიგნი ჩატარდა ქსელის წევრი ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია GAEN-ის სტრატეგიული მიზნების მიღწევისა და წევრი ორგანიზაციების მუშაობის ეფექტიანობის უზრუნველყოფისათვის.