საქართველოს ზრდასრულთა განაათლების ქსელი აცხადებს შემოქმედებით კონკურსს თემაზე "სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე"

საქართველოს ზრდასრულთა განაათლების ქსელი აცხადებს შემოქმედებით კონკურსს თემაზე "სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე".

კონკურსის მიზანია ზრდასრულთა განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია. საკონკურსო ნაშრომი უნდა გადმოსცემდეს განათლების მიღების შეუზღუდავ შესაძლებლობას, მოტივაციას და სურვილს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.

**გადაიღე ფოტოსურათი

**შექმენი ციფრული ილუსტრაცია/პოსტერი

**ან უბრალოდ დახატე

და გამოგვიგზავნე შენი ნამუშევარი ელფოსტაზე: info@gaen.org.ge 5 ივნისის ჩათვლით.

GAEN-ი გამოავლენს სამ გამარჯვებულს (30 ივნისამდე) რომელთაც გადაეცემათ ფულადი ჯილდო:

**300 ლარი - გადაეცემა ჟიურის მიერ გამოვლენილ გამარჯვებულს

**200 ლარი - გადაეცემა GAEN-ის რჩეულს

**100 ლარი -გადაეცემა სოციალური ქსელის რჩეულს (გამოვლინდება მოწონებების რაოდენობით).

კონკურის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=373279

გისურვებთ წარმატებებს!

#GAEN2022 #LifeLongLearning

18 მაისი