ტრენინგი თემაზე „ციფრული მარკეტინგი და გაყიდვების მენეჯმენტი“

2022 წლის 14-15 ივნისს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის ორგანიზებით წევრი ცენტრების თანამშრომლებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე- „ციფრული მარკეტინგი და გაყიდვების მენეჯმენტი“.

ორი დღის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ ძირითად თემებს:

• მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა - მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების/პროდუქტის განხილვა;

• Google პროდუქტები და მათი გამოყენება ელექტრონული კომერციისთვის;

• ციფრული უსაფრთხოების საკითხები;

• ციფრული მარკეტინგი; სოციალური ქსელების როლი ციფრულ მარკეტინგში;

• ელექტრონული კომერცია და პლატფორმები;

ტრენინგის მიზანი იყო ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრებში არსებული სოციალური საწარმოების ციფრული სამყაროში ცნობადობის მიღწევა მათი პროდუქციისა და სერვისის უკეთ რეალიზაციისთვის.

მონაწილეები პრაქტიკულად გაეცნენ სხვადასხვა ისეთ ტექნიკას, რასაც გამოიყენებენ მომხმარებლების მოსაზიდად, პროდუქტის/სერვისის უკეთ შესაქმნელად, ბრენდის სოციალურ ქსელებში ეფექტურად წარმოსაჩენად.

#gaen

17 ივნისი