ტრენინგი ზრდასრულთა პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების ძირითად საკითხებზე
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა, 2018 წლის 14-16 თებერვალს, DVV International ოფისში ჩაატარა ტრენინგი თემაზე „ზრდასრულთა პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების ძირითადი საკითხები“.
ტრენინგის მონაწილეები იყვნენ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის წევრი სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრების დირექტორები.
ტრენინგი შეეხებოდა ისეთ საკითხებს როგორებიცაა: ზრდასრულთა სწავლების ძირითადი მახასიათებლები, შრომის ბაზარი და მისი გამოყენება ზრდასრულთა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში, თემის მობილიზების ძირითადი მიდგომები და მონიტორინგისა და შეფასების მთავარი ასპექტები.
ტრენინს უძღვებოდნენ ზრდასრულთა განათლების ქსელის დირექტორი თამარ ჭაბუკიანი და DVV International კავკასიის, თურქეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორი მაია ავრამოვსკა.
საქართველოს ზრდასრულა განათლების ქსელის საქმიანობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს მისი წევრი ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერება. აღნიშნული ტრენინგი სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
აღნიშნული აქტივობა „არაფორმალური ზრდასრულთა განათლების განვითარების და გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV International საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.