ვორქშოფები თემაზე „ორგანიზაციის შიდა რეგულაციების შემუშავებისა და დანერგვის პროცედურები“

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის ორგანიზებით ქსელის წევრი ცენტრების ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის მიმდინარე წლის 22-23 ივნისს და 26-27 ივნისს ჩატარდა ვორქშოფები თემაზე „ორგანიზაციის შიდა რეგულაციების შემუშავებისა და დანერგვის პროცედურები“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის წევრი ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრებისთვის ხარისხის უზრუნველყოფის სრული ციკლის გაცნობა და მისი დანერგვისთვის საჭირო შიდა მარეგულირებელი აქტების განხილვა.

ვორქშოფებზე განხილულ იქნა ცენტრების ძირითადი და დამხმარე პროცესები და ცენტრების ადმინისტრაციის წარმომადგენლების ჩართულობით შემუშავდა ცენტრების სპეციფიკაზე მორგებული სარეკომენდაციო მარეგულირებელი აქტები და შესაბამისი ფორმები.

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი მუდმივად უჭერს მხარს წევრი ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრების შესაძლებლობებისა და ორგანიზაციულ განვითარებას.

30 ივნისი