პროექტის "ხელოვნება თემის განვითარებისათვის" ფარგლებში განხორციელებული კედლის მხატვრობის აქტივობები

2018 წლის 14-16 აპრილს კოდაში, ხოლო 21-23 აპრილს ჯვარში, პროექტის, "ხელოვნება თემის განვითარებისათვის" საბოლოო ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, პროექტის მონაწილეებმა მხატვრებთან (მარი სილაგაძე და როსტევან ზარანდია) ერთად კედელზე დაიტანეს წინასწარ შემუშავებული ესკიზები. ესკიზები, პროექტის პირველ ეტაპზე შეიქმნა და ეხებოდა ისეთ თემებს,როგორიცაა : სტერეოტიპები, თანაცხოვრება, ინტეგრაცია, მშვიდობა და კონფლიქტი.

პროექტი დაფინანსებულია "შავი ზღვის ნდობის ფონდი რეგიონალური თანამშრომლობისათვის" მიერ და ხორციელდება უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული ალტერნატივას" მიერ „საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელთან”თანამშრომლობით

7 მაისი