ფოტო-გამოფენა "სწავლა არასოდეს არის გვიანი!"
12 ივნისს, ევროპის სახლში, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა (GAEN), საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების მონაწილეობით, ორგანიზება გაუწია ზრდასრულთა განათლების თემაზე ფოტო ნამუშვრების გამოფენას ევროკავშირის სლოგანით: „სწავლა არასოდეს არის გვიანი!“. ღონისძიების მიზანი იყო ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ზრდასრულთა განათლების მდიდარი ტრადიციებისა და ფასეულობების ქართული საზოგადოებისთვის გაზიარება და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის პოპულარიზება საქართველოში.
ღონისძიებას დაესწრნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გერმანიის, პოლონეთის, ბულგარეთის, სომხეთის საელჩოების დიპლომატიური კორპუსისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
პროექტი განხორციელდა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV International საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.