სამეწარმეო განათლების გაძლიერება არაფორმალურ განათლებაში
15 დეკემბერს, „ლოლიტას“ საკონფერენციო დარბაზში პროექტის „სამეწარმეო განათლების გაძლიერება არაფორმალურ განათლებაში“ დასკვნითი კონფერენცია გაიმართა. პროექტის მენეჯერმა ნინო კოდუამ ისაუბრა პროექტის მიზნებსა და განხორციელებულ აქტივობებზე. სიტყვით წარსდგნენ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლაშა ლაბაძე; თამთა მარიდაშვილი, ISET კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი; დავით ქარდავა, საკონსულტაციო კომპანია C-team მმართველი პარტნიორი და დამფუძნებელი; ირაკლი ჟორჟოლიანი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის დირექტორი; ნანი მაჭარაშვილი, თსუ ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის დირექტორი; კონფერენციას მოდერაცია გაუწია თეონა დალაქიშვილმა, ბიზნეს იდეების კონკურსის კოორდინატორმა, კრეატიული განვითარების ცენტრის დამფუძნებელმა, მენტორმა და ტრენერმა.
კონფერენციაზე დაჯილდოვდნენ ბიზნეს იდეების კონკურსში მონაწილე საუკეთესო ბიზნეს იდეის ავტორები: შპს „სტუდია ველოსიპედი“ პროექტის სახელწოდებით „ჟირაფი ჟოზე“ და ნათია მაისაშვილი, თეო ფოლადაშვილი პროექტის სახელწოდებით „საკიშორე-კემპინგი“. გამარჯვებულები გამოავლინეს ტექნიკური ევალუაციის პანელის წევრებმა. საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი გამარჯვებულებს პროტოტიპის შესაქმნელად ფულად ჯილდოს გადასცემს.
პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს საგრანტო პროგრამის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ა.შ.შ. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, განახორციელა საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა.