გენდერული სტერეოტიპები განათლებაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის, სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს
მოწვევით, საქართველოს ზრდასრულთა განთლების ქსელმა 10-12 ოქტომბერს პროფესიულ სასწავლებლებში ტრენინგები ჩაატარა თემაზე "გენდერული სტერეოტიპები განათლებაში". ტრენინგებს ორმოცამდე პედაგოგი დაესწრო. ტრენინგები ჩატარდა შემდეგ პროფესიულ სასწავლებლებში: საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ (კაჭრეთი),
პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ (რუსთავი), საზოგადოებრივი კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი. 13 ოქტომბერს ტრენინგი, ასევე, ჩატარდება სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯში "მერმისი". ტრენინგებს უძღვებოდა განათლების სპეციალისტი, თეა ლობჟანიძე.
ტრენინგები ტარდება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის "გენდერი იწყება ჩემგან" ფარგლებში, რომელსაც ქსელი 2015 წლიდან ანხორციელებს.