პროფესიული მომზადების პროგრამა - მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვა


პროგრამის მიზნები:

პროგრამის მიზანია, მსმენელებს შესძინოს ქალის და მამაკაცის მსუბუქი სამოსის, ასევე თეთრეულის კერვის საბაზისო უნარები, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

პროგრამის მოკლე აღწერა:

პროგრამა შემუშავდა ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრების, რეგიონების, ადგილობრივი თემისა და დამსაქმებლის მოთხოვნების გათვალისწინებით. პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს ზრდასრულ ადამიანთა ეკონომიკურ გაძლიერებას და დასაქმებას განათლების გზით. მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვის პროგრამა მიზნად ისახავს 13 კვირის განმავლობაში მსმენელებს შესძინოს ჭრა-კერვის საბაზისო უნარები, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს შეკეროს ქალის და მამაკაცის მოთხოვნადი, ნაკლები სირთულის ტანსაცმელი, ასევე საწოლისა და სუფრის თეთრეული. კურსდამთავრებულს აღნიშნული უნარებით შეუძლია დასაქმდეს საწარმოში ან გახდეს თვითდასაქმებული. პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსნელი მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერთიფიკატს.

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 13 კვირა

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა: 6 საათი

მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში: მინიმალური 3   მაქსიმალური 10            

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: - ზოგადი განათლების საბაზო საფეხური; - 18 წლის ასაკის მიღწევა 

სწავლის შედეგები:

1. საკერავ მანქანებთან და თბურ-დანამვით დანადგარებთან მუშაობისას უსაფრთხოების წესების დაცვა;

2. ქალის და მამაკაცის მსუბუქი ტანსაცმელის კერვა;

3. საწოლისა და სუფრის თეთრეულის კერვა.

31 მაისი