ლიდერობის პროექტი იძულებით გადაადგილებული და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე თემებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

2016

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა (GAEN)  საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით განახორციელა ლიდერობის პროექტი იძულებით გადაადგილებული და ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე თემებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. პროექტი მიზნად ისახავდა ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებასა სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებას კოდის (ქვემო ქართლი) და ჯვარის (სამეგრელო-ზემო სვანეთი) დევნილთა დასახლებებში, ასევე, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე თემებში: დიცის, მერეთის, ერგნეთის (შიდა ქართლი), ფახულანის, ფოცხო-ეწერის, მუჟავასა და რუხის (სამეგრელო-ზემო სვანეთი) თემებში მცხოვრები 500 ახალგაზრდისთვის. პროექტის ამოცანას წარმოადგენდა, ასევე, ახალგაზრდების  ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობისა და  ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის ხელშეწყობა. მონაწილეებმა გაიარეს არაფორმალური განათლების ინტენსიური სასწავლო  პროგრამა ლიდერობის, ეფექტური კომუნიკაციის, თემის საჭიროებების შეფასების, თვითმმართველობის კანონის, პროექტების წერისა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით. ამის შემდეგ, ახალგაზრდები დაიყვნენ 5 ჯგუფად, მოამზადეს კონკრეტული საპროექტი წინადადებები და ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით წარმატებით განახორციელეს საკუთარ თემებში.