არაფორმალური ზრდასრულთა განათლების განვითარებისა და გაძლიერების მხარდაჭერის პროექტი

2019

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში არაფორმალური ზრდასრულთა განათლების პოპულარიზების, განვითარებისა და გაძლიერების ხელშემწყობი აქტივობების განხორციელებას.

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) დაკვეთით 2019 წლის23-25 მაისს GAEN-ის ოფისში პროექტის ნარატიული ანგარიშის მომზადების ტექნიკების თემაზე სამ დღიანი ტრენინგი ჩატარდა.ტრენინგის კონკრეტული მიზანი იყო ანგარიშგების საკითხებზე ზრდასრულთა განათლების ცენტრების დირექტორებისა დაადმინისტრაციის თანამშრომელთა ცოდნისა და შესაძლებლობების გაზრდა, რაც თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. ტრენინგს 13 მონაწილე ჰყავდა, რომელთაც ტრენინგის დახმარებით ნარატიულიანგარიშის წერის უნარები გაიუმჯობესესდა მიღებული ცოდნით მომავალში შეძლებენ, ანალიტიკურად და ნათლად გადმოსცენპროექტის განვითარების ეტაპები, განხორციელებული აქტივობების შედეგად მიღწეული შედეგები.

24 აპრილს, ხარაგაულში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანულმა ასოციაციამ DVVInternational ზრდასრულთა განათლების კიდევერთი ცენტრი გახსნა. ცენტრი რიგით მეთერთმეტეა საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიმოქმედ DVV-ს ცენტრებს შორის. ახალი წევრი ორგანიზაციის შესაძლებლობების გაძლიერებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს,რისთვისაც GAEN-მა 11-12 ივნისს ხარაგაულის ცენტრში ტრენერებისთვის ტრენინგი ჩაატარა.

GAEN-ის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაქსელში გაერთიანებული ცენტრების ადმინისტრაციისა დატრენერების შესაძლებლობების გაძლიერებაა. როგორც2018 წლის საჭიროებების შეფასების შედეგებით გამოვლინდა, მიზანშეწონილია, ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენელბისთვის ტრენინგი მარკეტინგის საკითხებზეჩატარდეს. ეს, ერთი მხრივ,ხელს შეუწყობს ცენტრებშიგანხორციელებულ კურსებზე(და სხვა სერვისები) მოთხოვნადობის ზრდას, საპროექტოგანაცხადის შექმნისას კი ისეთი ნიუანსების გათავლისწინებას, რომელიც დონორისთვის მიმზიდველს გახდისპროექტს და მეორე მხრივ,ცენტრების ბაზაზე არსებული სოციალური საწარმოებისპროდუქციისა ან/და სერვისების გაყიდვას.

საქართველოს ზრდასრულთაგანათლების ქსელი GAEN წელსუკვე მეხუთედ ატარებს კონკურსსჟურნალისტებისთვის, რომელმაცზრდასრულთა განათლების თემაზე პრესასა და ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული საუკეთესოჟურნალისტური ნაშრომი და საუკეთესო ტელე-რადიო სიუჟეტიუნდა გამოავლინოს. კონკურსიპირველად 2015 წელს ჩატარდადა მას შემდეგ ტრადიციად იქცა- ყოველწლიურად ერთი ან ორისაუკეთესო ნაშრომი და ავტორივლინდება და ჯილდოვდება ფულადი პრიზით. გასულ წელს კონკურსს სხვა ნომინაციებიც დაემატა და ასევე გამოვლინდა ზრდასრულთა განათლებაში მოღვაწესაუკეთესო სათემო განათლებისცენტრი.

საქართველოს ზრდასრულთა განათლებისქსელის (GAEN) დაკვეთით, 2019 წლის 18-20სექტემბერს, GAEN-ის ოფისში, საპროექტოგანაცხადის მომზადების თემაზე ჩატარდასამდღიანი ტრენინგი, რომელსაც პავლე თვალიაშვილი უძღვებოდა. ტრენინგის სამიზნეჯგუფი სათემო და ზრდასრულთა განათლების ცენტრების წარმომადგენლებისგან შედგებოდა, რომლებთანაც ტრენინგის გეგმა დაშინაარსი წინასწარ შეთანხმდა. მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ დავალებებში, ასევე- დისკუსიებში.

2019 წლის 3 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტსადა საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელს(GAEN) შორის, საქართველოს განათლების სისტემაში გატარებული და გასატარებელი პროგრესული რეფორმების განხორციელებისმიზნით, თანამშრომლობისმემორანდუმი გაფორმდა. ამმნიშვნელოვანი შეთანხმებისკონკრეტული მიზანი განათლების ხელმისაწვდომობისგაზრდაა, განსაკუთრებით,რეგიონებში. აღნიშნული მიმართულებით ერთობლივიაქტივობების, პროექტებისადა ღონისძიებების ორგანიზება იგეგმება, რაც ხელსშეუწყობს არაფორმალურიგანათლებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას. მემორანდუმი ფორმალური და არაფორმალურიგანათლების გაერთიანებითადა ერთობლივი ძალისხმევით წინ გადადგმული ნაბიჯიდა მნიშვნელოვანი მიღწევააზრდასრულთა განათლებისპოპულარიზაციისა და პრაქტიკაში მისი დანერგვისკენ.