არაფორმალური ზრდასრულთა განათლების განვითარებისა და გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში - 2022

2021

პროექტის მიზანი :

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) წევრი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების, არაფორმალური ზრდასრულთა განათლების პოპულარიზაციის, აღიარებისა და განვითარების ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება საქართველოში.

ამოცანები :

ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2022 წლის 3 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით  იმუშავებს და განახორციელებს შესაბამის აქტივობებს ხუთი ძირითადი ამოცანის შესასრულებლად:

  • ქსელის წევრი ცენტრებისა  და მათი თანამშრომლების ინსტიტუციური გაძლიერებისთვის მხარდამჭერი, სისტემატიზებული აქტივობების განხორციელება;
  • მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციისა და არაფორმალური ზრდასრულთა განათლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ქსელის წევრი ორგანიზაციების პოპულარიზების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის დამყარება, გამოცდილების გაზიარება და დანერგვის ხელშეწყობა;
  • ქსელისა და მისი წევრი ორგანიზაციების ფინანსური გაძლიერების უზრუნველყოფის აქტივობების განხორციელება/ფანდრაიზინგი;
  • პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვა და მხარდაჭერა ქსელის წევრ ორგანიზაციებში.