საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერის პროექტი

2017

სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრების ორგანიზაციული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერის პროგრამა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კოდის სათემო განათლების ცენტრის ოფისში ცენტრის ტრენერებისა და ადმინისტრაციის წევრებისთვის ტრენინგი ზრდასრულთა განათლების საფუძვლების შესახებ, გაიმართა ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრების დირექტორებისთვის პროექტების წერის თემაზე ტრენინგი,  ქსელის წევრებმა სამუშაო შეხვედრა ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში ჩაატარეს. შეხვედრაზე განიხილეს ქსელის სამუშაო სტრატეგია, გაიმართა ტრენინგი ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრების ოფის-მენეჯერებისათვის ორგანიზაციის მართვის თემატიკაზე.

პროგრამა სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV International ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.