ხელოვნება თემის განვითარებისთვის

2017

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი არასამთავრობო  ორგანიზაციასთან "ახალგაზრდული ალტერნატივა" პარტნიორობით  ახორციელებს პროექტს " ხელოვნება თემის განვითარებისათვის" ჯვარსა და კოდაში. პროექტი მიზნად ისახავს შიდა სათემო ურთიერთობების გაძლიერებას, ახალგაზრდული აქტივიზმის ხელშეწყობას ხელოვნების საშუალებით. პროექტის მონაწილეები შეისწავლიან თვითმმართველობასთან ეფექტური თანამშრომლობის საკითხებს, მიიღებენ მონაწილეობას დისკუსიაში:  დევნილი ახალგაზრდების პრობლემები, საჭიროებები და შესაძლებლობები. პროფესიონალი კედლის მხატვარის სუპერვიზიის ქვეშ შექმნიან ესკიზებს. კონკურსის გზით შერჩეული საუკეთესო ესკიზი მონაწილეების და მხატვრის მიერ დაიტანება კედელზე.  მონაწილეები პროექტის დასასრულს დაესწრებიან ორმხრივ სესიას უკრაინაში (ოდესა) დევნილების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დევნილების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვი საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პროექტში ჩართული არიან კოდასა და ჯვარში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდები, ადგილობრივები და დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. პროექტი დაფინანსებულია "შავი ზღვის ნდობის ფონდი რეგიონალური თანამშრომლობისთვის" მიერ.