ტრენინგი „საგადასახადო ვალდებულებებსა და ბუღალტერიაზე“ და ქამის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის ვორქშოფი.

21-22 მაისს, „საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის“ ოფისში ჩატარდა ორ-დღიანი ტრენინგი „საგადასახადო ვალდებულებებსა და ბუღალტერიაზე“. ტრენინგი განკუთვნილი იყო ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრის დირექტორების, ბუღალტრებისა და სოციალური საწარმოს დირექტორებისათვის.

ტრენინგი  მოიცავდა ისეთ თემებს, როგორებიცაა: სასაქონლო-მატერილაური ფასეულობების აღრიცხვა; საგადასახადო ვალდებულებები; ფინანსური ანგარიშგება;   მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესები.ტრენინგი მიზნად ისახავდა ზრდასრულთა განათლების ქსელის წევრი ორგანიზაციებისა და მათი თანამშრომლების გაძლიერებას.

ღონისძიებას უძღვებოდა ტრენერი სოფიო ასკურავა.

22-23 მაისს, „საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის“ ოფისში გაიმართა ქამის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორის, ვინფრიდ ლუდვიგ  ელვანგერის,  ვორქშოფი. ვორქშოფი განკუთვნილი იყო ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრების დირექტორებისთვის. ღონისძიებაზე ქამის  ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორმა საქართველოს ზრდასრულთა განათლების ცენტრების დირექტორებს გააცნო  ქამის  ცენტრის გამოცდილება, მიმდინარე და განხორციელებული კურსები; ცენტრის სტრუქტურა და მართვა; არაფორმალური განათლების აღიარებისა და თანხების მოზიდვის საკითხები. ვიზიტის ფარგლებში განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

აღნიშნული აქტივობები გახორციელდა, პროექტის:  „არაფორმალური ზრდასრულთა განათლების განვითარებისა და გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში“. პროექტი დაფინანსებულია DVV International საქართველოს ოფისის მიერ.   

28 მაისი