ისტორია
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2014 წლის აპრილში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV International საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ორგანიზაცია აერთიანებს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV International მიერ შექმნილ ზრდასრულთა და სათემო განათლების თოთხმეტ ცენტრს საქართველოს ცხრა რეგიონში: აჭარა, სამეგრელო-ზემო-სვანეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, კახეთი და იმერეთი. ქსელის წევრი ორგანიზაციებია: კოდის, შაუმიანის, ბოლნისის, კასპის, ჯვარის, სენაკის, ლელიანის, ქედის, ოზურგეთის, ახალციხის, ახალქალაქის, ამბროლაურის, ხარაგაულისა და ხონის სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრები. აღნიშნული ორგანიზაციები 2006 წლიდან წარმატებით ახორციელებენ ზრდასრულთა განათლების პროექტებს საქართველოს რეგიონებში და თემის განვითარებას უწყობენ ხელს. მათი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის და ადგილობრივ თემში მათი ინტეგრაციის საკითხებში.
იხილეთ სრულად