საჭიროებათა ანალიზის სესია და მასტერ-კლასი პროექტების წერაში
„საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის“ ორგანიზებით, 15-16 ოქტომბერს, ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში“ ჩატარდა საჭიროებათა ანალიზის სესია და პროექტების წერის მასტერკლასი.
15 ოქტომბერს გამართული საჭიროებათა ანალიზის სესიის მიზანს წარმოადგენდა ქსელის წევრი ცენტრების საჭიროებებისა და სირთულეების გამოვლენა, იმისათვის რომ განისაზღვროს სამომავლო ღონისძიებები სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრების გაძლიერების ხელშეწყობისთვის. სესიას უძღვებოდა მაია კომახიძე.
16 ოქტომბერს, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის დირექტორმა თამარ ჭაბუკიანმა, ჩაატარა მასტერკლასი პროექტის წერის თემატიკაზე. მასტერკლასის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეებისთვის გაეცნო პროექტის წერის ძირითადი ასპექტები,მისი სტრუქტურა და საპროექტო განაცხადის მომზადების ეტაპები. როგორც საჭიროებათა ანალიზის, ისე მასტეკლასის სესიას ესწრებოდნენ სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრების დირექტორები და ცენტრის თანამშრომლები.
აღნიშნული აქტივობა გახორციელდა, პროექტის: „არაფორმალური ზრდასრულთა განათლების განვითარებისა და გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში“. პროექტი დაფინანსებულია DVV International საქართველოს ოფისის მიერ.