გერმანიის ელჩის ვიზიტი კოდის სათემო განათლების ცენტრში

28 იანვარს, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის წევრ ორგანიზაციას, კოდის სათემო განათლების ცენტრს სტუმრად ეწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: გერმანიის საელჩოს ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსი კატარინა დერკორნი, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის DVV-International კავკასიისა და თურქეთის რეგიონალური ოფისის დირექტორი მატიას კლინგერბერგი, DVV-International საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლალი სანთელაძე, SBFIC კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორი ანჟა დეინზერი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის დირექტორი ხატია ცირამუა და კოდის სათემო განათლების ცენტრის დირექტორი გალინა ოქროპირიძე. ელჩი გაეცნო ცენტრის მიმდინარე პროექტებს და შეხვდა ბენეფიციარებს.

1 თებერვალი