2021 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გაიმართა ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის წლის შემაჯამებელი ღონისძიება.

ღონისძიება გახსნა ორგანიზაციის დირექტორმა ნინო ბაბალაშვილმა და მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა 2021 წლის განმავლობაში ქსელის მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიში.

ღონისძიბის საპატიო სტუმარი გახლდათ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ბატონი ჰუბერტ ქნირში. ელჩმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობას და სარგებელს.

შეხვედრაზე ასევე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უნარების სააგენტოს და სხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

დადებითად და ერთ-ერთ საუკეთეოს პრაქტიკად შეაფასა ქსელის მიერ განხორციელებული აქტივობები თავის გამოსვლაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემაც ბატონმა კახაბერ ერაძემ.

ღონისძიებაზე მოეწყო DVV International საქართველოს ოფისის დაკვეთით გადაღებული ფილმის “Georgian VHS: The Path to Happiness” ჩვენება.

შეხვედრის დასასრულს კი გაიმართა ქსელის წევრი გამარჯვებული ცენტრების დაჯილდოვება.

ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:

-წლის საუკეთესო ბენეფიციარი - კოდის სათემო განათლების ცენტრის ბენეფიციარი მარეხი კასრაძე

-წლის საუკეთესო ტრენერი- ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ტრენერი- მარიამ მერაბიშვილი

-წლის საუკეთესო პარტნიორი მუნიციპალიტეტი -სენაკის მუნიციპალიტეტი

-წლის საუკეთესო ცენტრი- ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

სერტიფიკატები გადაეცათ შემოქმედებით კონკურსის „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“ გამარჯვებულებსაც.

პროფესიული მომზადების პროგრამის“ მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვა“ წარმატებით განხორციელებისათვის კი მადლობის სიგელები მიიღეს ჩოხატაურისა და ახალციხის ცენტრების განმახორციელებელმა პირებმა ქალბატონმა მზია თოდრიამ და ქალბატონმა ანა კალაიჯიშვილმა.

GAEN -ი მადლობას უხდის ყველა დონორ ორნგაიზაციას, DVV International საქართველოს ოფისის ადმინისტრაციას, ქსელის წევრ ცენტრებს, ტრენერებს, ბენეფიციარებს აქტიური ჩართულობისთვის და აქტივობების წარმატებულად განხორციელების ხელშეწყობისთვის.

21 დეკემბერი