სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი ლელიანში
17 მარტს ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში პროფესიული მომზადების პროგრამის „მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვა“ მორიგი ჯგუფის კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.
შეხვედრა გახსნა და კურსდამთავრებულებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის დირექტორმა ნინო ბაბალაშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას წარედგინა პრეზენტაცია ქსელის (GAEN) საქმიანობისა და ძირითადი მიზნების შესახებ. ასევე, ზრდასრულთა განათლების პოპულარიზაციის მიზნით მოეწყო საინფორმაციო ვიდეორგოლის ჩვენება.
შეხვედრის დასასრულს კი კურსდამთავრებულებს სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად გადაეცათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები.
GAEN-ი 2022 წელსაც აქტიურად აგრძელებს პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების დანერგვის მხარდამჭერ ღონისძიებებს.