ზრდასრულთა განათლების თემაზე გამოცხადებული მედია კონკურსის დაჯილდოების ღონისძიება

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN) უკვე მესამე წელია, საზოგადოებაში ზრდასრულთა განათლების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით,  ახორციელებს ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსს „საქართველოში ზრდასრულთა განათლების რეალობა და პრობლემები“.

კონკურსში განსახილველად მიიღებოდა  2017 წლის იანვრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით გამოქვეყნებული ჟურნალისტური ნამუშევრები (ბეჭდვით, ელექტრონულ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია (სტატია, ესსე), ტელე-რადიო სიუჟეტი ან რეპორტაჟი). წლევანდელ მედია კონკურსში მონაწილეობას იღებდა 17 ჟურნალისტი და თავისუფალი ბლოგერი. ნამუშევრები, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით, შეაფასა ზრდასრულთა განათლების ექსპერტებისა და ჟურნალისტებისაგან შემდგარმა ჟიურიმ.

2017 წლის 30 ნოემბერს მედია კონკურსის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. წლევანდელი კონკურსის  გამარჯვებული გახდა ქრისტინე მაღლაკელიძე რადიო თავისუფლების ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ნამუშევრით „ზრდასრულთა განათლება საქართველოში“. ფულად ჯილდოსთან ერთად გამარჯვებულს სამახსოვრო პრიზი და სერტიფიკატი გადაეცა. მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ კონკურსის სხვა მონაწილეებიც. კონკურსი სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV- international საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.

გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV International ოფისში გაიმართა და მას მედიისა და ზრდასრულთა განათლების სფეროში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გაეცნოთ 2017 წლის მედია კონკურსის საუკეთესო ნამუშევრებს:

ზრდასრულთა განათლება საქართველოში (გამარჯვებული ნამუშევარი) , ავტორი: ქრისტინე მაღლაკელიძე;

რამდენად შეუძლია ზრდასრულთა განათლებას ჩვენი ცხოვრების შეცვლა და საზოგადოების ტრანსფორმაცია? ავტორი: გელა მამულაშვილი;

სრულწლოვანთა პროფესიული განათლება საქართველოშავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი;

„სწავლა სიბერემდეო!“ რატომ არის მნიშვნელოვანი უწყვეტი პიროვნული განვითარება,ავტორი: მედეა გოგსაძე;

ფორმალური და არაფორმალური განათლების თავისებურებანი, ავტორი: თამთა დოლიძე;

საქართველოში ზრდასრულთა განათლების რეალობა და პრობლემები: გამოწვევები 21-ე საუკუნეშიავტორი: ნინო გელანტია;

ზრდასრულთა განათლება თანამედროვეობის პრიზმაში,ავტორები: მარიამ ლეკიაშვილი, მარიამ ტყეშელაშვილი;

განათლება და დასაქმება საქართველოშიავტორი: ქეთი ფარცხალაძე.


4 დეკემბერი