ზრდასრულთა განათლების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოში

2014

პროექტის მიზანია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის პოპულარიზება საქართველოში, ზრდასრულთა განათლების ცენტრების ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა და მათი ცნობადობის ამაღლება, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

მიზნის მისაღწევად ქსელი სამი ძირითად ამოცანას ისახავს:

I. ზრდასრულთა განათლების ძლიერი და ქმედითი ქსელის ჩამოყალიბება და ქსელის წევრი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი ინტერესების ლობირება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;

II. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ზრდასრულთა განათლების მნიშვნელობის შესახებ და მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა საქართველოში;

III. ზრდასრულთა განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა; ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

პროექტს აფინანსებს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისი.