არაფორმალური ზრდასრულთა განათლების განვითარებისა და გაძლიერების მხარდაჭერის პროექტი

2020

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში არაფორმალური ზრდასრულთა განათლების პოპულარიზების, განვითარებისა და გაძლიერების ხელშემწყობი აქტივობების განხორციელებას.

ფორმალური განათლების ფარგლებში, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა, წევრ ცენტრთან თანამშრომლობით, ,,მსუბუქი სამკერვალო ნაწარმის კერვის'' კურსზესახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემისუფლება მოიპოვა. კურსის განხორციელება ქსელს 3 წლისვადით შეუძლია.პროგრამის განხორციელებას GAEN თავის წევრ, ზრდასრულთა განათლების 9 ცენტრში გეგმავს, სადაც აღნიშნული კურსი ეტაპობრივად გაიხსნება. ცენტრებში წინასწარ გაკეთდება ინფორმაცია და მსურველებს რეგისტრაცია შეეძლებათ. სახელმწიფოს მიერ აღიარებულისერტიფიკატი მათ დასაქმების, რეალიზებისა და სამომავლო განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს.პროფესიული მომზადების აღნიშნული პროგრამის მიზანი ფორმალური განათლების ფარგლებში შესაბამისისაქმიანობის განხორციელება და სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელიდოკუმენტის - სერტიფიკატის გაცემაა. ეს ნიშნავს იმას, რომ მსმენელები პროგრამის წარმატებით დასრულებისშემთხვევაში სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ. და ეს არ მოხდება მხოლოდ კერვის კურსზე. მომავალში ასეთივე განაცხადის გაკეთებას საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი სხვა პროფესიულ პროგრამებზეც გეგმავს.

ქსელის წევრი ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერება მნიშვნელოვანი კომპონენტია GAEN-ის სტრატეგიული მიზნების მიღწევისა და წევრი ორგანიზაციების მუშაობის ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის. 2020 წელსდაგეგმილი აქტივობები ჩვენი ცენტრების საჭიროებათა ანალიზს ეყრდნობა.ქვეყანაში არსებული ვითარების მიუხედავად,2020 წლის პირველ ნახევარში GAEN-მა 3 ძირითადი თემატიკის ონლაინ ტრენინგების ჩატარებას გაუწია ორგანიზება. მსოფლიო ჯანდაცვისორგანიზაციისა თუ ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციების თანახმად, ორგანიზაციები და კომპანიები დისტანციური მუშაობისრეჟიმზე გადავიდნენ განუსაზღვრელი ვადით. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა (GAEN),რეკომენდაციების შესაბამისად, ხელი შეუწყო მისიწევრი ზრდასრულთა და სათემო განათლების ცენტრების ეფექტურ მუშაობას და დაეხმარა მათ, არსებულ გამოწვევაზე სათანადოდ ეპასუხათ.


2020 წლის 13 და 15 მაისს GAEN-ის დაკვეთით ონლაინ ტრენინგი ჩატარდასახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქტაჟზე და პირველად სამედიცინო დახმარებაზე. ტრენინგები ZOOM-ის აპლიკაციაში შედგა ორ ნაკადად ცენტრის დირექტორებისთვის და ცენტრის თანამშრომლებისთვის. სახანძრო უსაფრთხოებისინსტრუქტაჟის ტრენინგს დავით გოგსაძე უძღვებოდა, ხოლო პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგს - მაიაგოგაშვილი. ტრენინგებში 12 ცენტრისდირექტორი და ცენტრიდან თითო თანამშრომელი მონაწილეობდა. ტრენინგებზე ყველა ის საკითხი განიხილეს,რომელიც ცენტრების თანამშრომლებსშრომის უსაფრთხოების დაცვაში დაეხმარება ადგილებზე


2020 წლის 28-30სექტემბერს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელისწევრი ცენტრების ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ონლაინ რეჟიმში სამდღიანიტრენინგი ჩატარდა ცენტრებისადმინისტრირებისა და მართვის საკითხზე.ტრენინგში ზრდასრულთა/სათემოგაანთლების ცენტრების 14 თანამშრომელი მონაწილეობდა და მას გამოცდილი ტრენერი პავლე თვალიაშვილი უძღვებოდა.ქსელის წევრი ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერება მნიშვნელოვანი კომპონენტია GAEN-ის სტრატეგიული მიზნების მიღწევისა და წევრიორგანიზაციების მუშაობის ეფექტიანობის უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, ცენტრების ადმინისტრაციისწევრებიც ორგანიზაციის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ძირითად საკითხებში გადამზადდნენ. მონაწილებიაქტიურად ჩაერთვნენ სესიებში, როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურდავალებებში.მონაწილეებმა პრაქტიკულად გაიარეს ის საკითხები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ორგანიზაციაში მუშაობისას სჭირდებათ: ორგანიგრამა, ფუნქციების განაწილება, დოკუმენტებისმოწესრიგება, სიებისა და ჟურნალების შედგენა, დოკუმენტების დაარქივება, ანგარიშებისთვისმასალების შეგროვება, სოციალური ქსელის მართვა, სტატისტიკის წარმოება, ოფიციალურიწერილების მომზადება, პრეზენტაციის ჩატარება და ცენტრების ადმინისტრირებისთვის სხვასაჭირო თემები.

უკვე წლებია, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი/GAEN ყოველი წლის ბოლოსტრადიციულად მართავს შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელზეც განვლილი წლის განმავლობაშიმიღწეულ შედეგებსა და წარმატებულ პირებს წარმოაჩენს. ტრადიცია წელსაც არ დაირღვა დაშექმნილი რეალობდან გამომდინარე, მართალია, ჩვეული საზეიმო ღონისძიებით ვერა, მაგრამZoom-ის საშუალებით, დისტანციურად, მაინც საზეიმოდ და საინტერესოდ ჩატარდა 8 დეკემბერს. ონლაინ შეხვედრაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 90-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთა შორის იყვნენ DVV International-ის საქართველოს ოფისის თანამშრომლები,ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის თორმეტივე წევრი ცენტრის თანამშზრდასრულთა განათლებისსაუკეთესონი - 20203რომლები, ბენეფიციარები, ტრენერები, პარტნიორი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების წარმომადგენლები, მათშორის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე,ლაგოდეხის მუნციპალიტეტის მერი, ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.


რადგან დღევანდელ რეალობაში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და საქმიანობა, ფაქტობრივად,მთლიანად ელექტრონულ სივრცეზე გადაეწყო, ინტერნეტ მომსახურებამ კიდევ უფრო მეტი ფასი დამნიშვნელობა შეიძინა. ამ ფორმით დღეს თითქმის ყველანაირი სერვისის მიღებაა შესაძლებელი და ადამიანებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ არა მხოლოდ დაგეგმონ, არამედ მოიძიონ და განახორციელონმათთვის სასურველი სერვისი. Dvv.gaen.org.ge ის ვებ პორტალია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსპროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშემწყობი საგანმანათლებლო კურსების მოძიებაში ეხმარება, ხოლო განათლების პროვაიდერ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს, თავიანთი კურსების შესახებ უფასოდ ატვირთონ ინფორმაცია და საკუთარი მომსახურება შესთავაზონ მოსახლეობას. DVVInternational საქართველოს ოფისის ორგანიზებითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა დაDvv.gaen.org.ge -სასურველი კურსებისმოძიებაში დაგეხმარებათ6„კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლებისადა შეფასების მიდგომები”განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით იგი ივლისში შეიქმნა და დღეისათვის 360-ზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს. ვებპორტალზე ინფორმაციის მოძიება შესაძლებელიაროგორც რეგიონების, მუნიციპალიტეტების, ასევე საგანმანათლებლო კურსების ტიპისა და ორგანიზაციების მიხედვით, რაც დაინტერესებულ პირებსსაშუალებას აძლევს, სასურველი ინფორმაცია ოპერატიულად და ამომწურავადმოიპოვონ. ვებგვერდი ორენოვანია - ქართული და ინგლისური, აქვს საძიებო და გაწევრიანების ფანჯარა, სადაც როგორც სასურველი კურსების მოძიება, ისე შეთავაზებაა შესაძლებელი. გვერდის ბოლოს კი მითითებულია საკონტქატო ინფორმაცია. მსურველებს შეუძლათ მიმართონ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელს GAEN,სადაც მათ კვალიფიციურად დაეხმარებიან. ვებგვერდის შექმნასა და ტექნიკურ გამართულობაზე კომპანია Omedia ზრუნავს.


13 დეკემბერს ა(ა)იპ საქართველოსზრდასრულთა განათლების ქსელის წევრი ცენტრების ადმინისტრაციისა დაპროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განმახორციელებელიპირების გადამზადების მიზნით, მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში,ონლაინ ტრენინგი ჩატარდა თემაზე:„კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლებისა და შეფასების მიდგომები”.ტრენინგზე დეტალურად განიხილესშემდეგი ძირითადი თემები:• კომპეტენციებზე დაფუძნებულისწავლება• კომპეტენციებზე დაფუძნებულიშეფასება7• შეფასების პროცესის დაგეგმვა• შეფასების ინსტრუმენტის სტრუქტურა და შემუშავების პროცედურა• შეფასების ინსტრუმენტების ვალიდაცია• შეფასების პროცესის განხორციელება• შეფასების მტკიცებულებების მოპოვება• შეფასების გაფორმება• შეფასების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფატრენინგი, რომელსაც 30 მსმენელი ესწრებოდა, ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები პრაქტიკული მაგალითების სახით განიხილეს. თითოეულ მონაწილეს GAEN სერტიფიკატს გადასცემს.ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრებში პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვა და მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტულიმიმართულებაა ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელისთვის. ამიტომ ამ პროცესს GAEN მომავალ წელსაც გააგრძელებს და კვლავაც აქტიურად განახორციელებს შესაბამისმხარდამჭერ ღონისძიებებსა და აქტივობებს.


ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა მიმდინარე წელს წევრი ზრდასრულთა/სათემო განათლების ცენტრებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესი წამოიწყო- ადმინისტრაციული პერსონალის მომზადება დაიწყო ხარისხის უზრუნვეყოფის თანამედროვესისტემების შესაბამისად.პირველ ეტაპზე, საპილოტე რეჟიმში, GAEN-ის ორი ცენტრი იყო ჩართული: ჩოხატაურის 8ელექტრონული ბიულეტენი მომზადებულიასახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციისDVV International ფინანსური მხარდაჭერით.რედაქტორირიტა ბაინდურაშვილისაკონტაქტო ინფორმაცია:საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელიმისამართი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას N8, II სართულიტელეფონი: 2222584ელ.ფოსტა: info@gaen.org.geვებ-გვერდი: www.gaen.org.geზრდასრულთა განათლების ცენტრი და ჯვარის სათემო განათლების ცენტრი. თითოეული მათგანისთვის შემუშავდა და გაიწერა სპეციალური საოპერაციოპროცედურები (SOP) ხარისხის უზრუნველოფის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001 ( PDCA ციკლი) მიხედვით.აღნიშნული ცენტრებისთვის განხორციელდა:ძირითადი და დამხმარე პროცესების იდენტიფიცირება;დამხმარე პროცესებისთვის ქვეპროცესებისა და პროცედურების იდენტიფიცირება;პროცესსა და პროცედურებზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა;შემუშავდა პერსონალის მართვის პოლიტიკა და გაიწერა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სამუშაო აღწერილობა